რაჯასტანის არქიტექტურული საოცრება ჯაიპურში
ჯაიპურიდან დაახლოებით 11 კილომეტრში, რაჯასტანის შტატში მდებარე ამერის ციხესიმაგრის მშენებლობაში სხვადასხვა არქიტექტურული ელემენტია გაერთიანებული.
ციხესიმაგრე კაჩვაჰა რაჯპუტის კლანის, ამერის მმართველთა რეზიდენციას წარმოადგენდა, სანამ დედაქალაქი დღევანდელ ჯაიპურში გადაინაცვლებდა. ის 1592 წელს, რაჯა მან სინგჰ I-ის მიერ, შედარებით ადრეული ნაგებობის ნარჩენებზე წითელი ქვიშაქვით აიგო, მომდევნო 150 წლის განმავლობაში კი იგი არაერთხელ განახლდა მმართველთა მიერ.
დღეს ამერის ციხე-სიმაგრე ჯაიპურის ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტულ ღირსშესანიშნაობად ითვლება. სასახლის მდიდარი ისტორია, თვალწარმტაც გარემოსთან ერთად, იზიდავს მნახველებს მთელი მსოფლიოდან. ის ასევე დასახელდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად. ციხე-სიმაგრე ასევე საყვარელ ადგილად იქცა ბოლივუდის კინემატოგრაფისტებისთვის. თუ თქვენ გეგმავთ ჯაიპურის მონახულებას, ამერი უსიტყვოდ წარმოადგენს ერთერთ იმ ადგილს სადაც რაჯასტანის სამეფო მემკვიდრეობის აღმოაჩენას შეგიძლებთ.
Comments