top of page

Search Results

12 items found for ""

  • "შობის დედაქალაქი" სტრასბურგი, საფრანგეთი

    გისურვებთ ბედნიერ შობა-ახალ წელს! 400 წელზე მეტია, ყოველ დეკემბერს, ქალაქი სტრასბურგი, საშობაო საოცრებათა ქვეყნად გარდაიქმნება. მათ შორის, დღესასწაულისთვის მორთული ამ მინიატურული სოფლის მსგავსი ექსპონატებიც. ხელოსნები და მოვაჭრეები, სტრასბურგის ცნობილ საშობაო ბაზრობაზე, ყიდიან სხვადასხვა დეკორაციებსა და საჩუქრებს. ქალაქს უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს, 2 მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს ყოველწლიურად ქალაქს, რათა დატკბეს სადღესასწაულო ხედებითა და ხმებით. კლებერის ცენტრალურ მოედანზე, უზარმაზარი ნაძვის ხეა აღმართული და მორთული, ქალაქი სავსეა სურნელებით, სიმღერებით და მოციმციმე საშობაო განათებით. გასაკვირი არ არის, რომ სტრასბურგი ამაყად უწოდებს საკუთარ თავს "შობის დედაქალაქს". @istockphoto - Pel_1971

  • იერუსალიმის წმინდა სამარხის ეკლესია.

    ეკლესიის დღევანდელი სახე 1810 წლით თარიღდება. ქრისტეს საფლავის ტაძარი არქიტექტურული კომპლექსია, რომელიც მოიცავს იესო ქრისტეს ჯვარცმის ადგილს – ცნობილს, როგორც „გოლგოთა“ და მის საფლავს, სადაც იგი დაკრძალეს და სადაც აღდგა. საფლავი გარშემორტყმულია XIX საუკუნის აკლდამით, რომელსაც „ედიკულე“ ეწოდება. კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე რამდენიმე მონასტერია განლაგებული. © istockphoto | FredFroese

  • სინაის მთა

    სინას ნახევარკუნძულის ცენტრში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთს შორის მდებარე სინაის მთა (ებრ. Har-Sinai, არაბული: Jebel Musa, „მოსეს მთა“) აბრაამული სამი რელიგიის (იუდაიზმი, ისლამი და ქრისტიანობა) წმინდა ადგილს წარმოადგენს. 2200 მეტრის სიმაღლის მწვერვალი ცნობილია არაბულ-ნუბიური ფარის სახელით, შედგება ვულკანური ელემენტების მქონე კრისტალური და გრანიტის ქანების წარმონაქმნებისგან. სინას მთის ფოტო, სინას ნახევარკუნძულზე, წმინდა ეკატერინეს მონასტრის მახლობლად, გადაღებული 2009 წლის 7 ნოემბერს. წყარო: HTTPS://WWW.WORLDHISTORY.ORG/

  • მარილის ტბა იუნჩენგში, ჩინეთი

    წყლის მრავალფეროვნება ტბა იუნგჩენში იმდენად მარილიანია, რომ მას ზოგჯერ ჩინეთის მკვდარ ზღვასაც უწოდებენ მაგრამ მკვდარი ზღვისგან განსხვავებით, იუნჩენგის მარილის ტბაში უამრავიმიკროორგანიზმია გავრცელებული. შემოდგომაზე, ტბის ტემპერატურა საკმარისად მაღალია წყალმცენარეების აყვავებისთვის, რაც წყალს მრავალფეროვანს ხდის. ცივ და მშრალ ზამთარში ტბის დონე ეცემა, რის გამოც წყალში არსებული ნატრიუმის ნაწილი წარმოქმნის მირაბილიტს - წვეტიან, მინერალურ, ყინულის კრისტალების მსგავს წარმონაქმნს. ამ პერიოდში ტბის სანაპირო და ზედაპირულ წყლები ყინულით დაფარულ სამეცნიერო ფანტასტიკის პეიზაჟს მოგვაგონებს. SOURCE: HTTPS://PEAPIX.COM/

  • ძველი საბერძნეთი

    საბერძნეთი - ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ბერძნულად ცნობილი როგორც ჰელას, ელადა, შედგება მატერიკიდან და კუნძულთა არქიპელაგისაგან. ძველი საბერძნეთი დასავლური ფილოსოფიის (სოკრატე, პლატონი და არისტოტელე), ლიტერატურის (ჰომეროსი და ჰესიოდე), მათემატიკის (პითაგორა და ევკლიდე), ისტორიის (ჰეროდოტე), დრამის (სოფოკლე, ევრიპიდე და არისტოფანე), ოლიმპიური თამაშებისა და დემოკრატიის სამშობლოა. საბერძნეთში, დემოკრიტესა და ლეუკიპუს ნაშრომთა წყალობით, ატომური სამყაროს კონცეფცია პირველად იქნა წამოჭრილი. პროცესი რომელიც დღევადელობის სამეცნიერო მეთოდს წარმოადგენს, პირველად თალეს მილეტელისა და მის მიმდევართა ნაშრომებში დაინერგა. ასევე, ძველი საბერძნეთიდან იღებს სათავეს ლათინური ანბანი, რომელიც, რეგიონში ფინიკიელთა კოლონიზაციის დროს, ძვ.წ. 8 საუკუნეში გავრცელდა. რაც შეეხება ადრეულ ნამუშევრებს ფიზიკასა და ინჟინერიაში, ისინი ბერძნულ კოლონია სირაკუზაში მცხოვრებ არქიმედს ეკუთვნის. ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები ძვ.წ. 500 წ. სიმეონ ნეჩევი (CC BY-NC-SA) რუკა, რომელიც ასახავს კლასიკური საბერძნეთის ქალაქ-სახელმწიფოებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 500 წელს და ასახავს ელინური გავლენის გავრცელებას ხმელთაშუა და შავი ზღვების სანაპიროებზე ასევე სპარსეთის იმპერიის წინააღმდეგ დელინური ლიგის ფორმირებასა და მისი მოქმედების სფეროებს. მატერიკული საბერძნეთი წარმოადგენს დიდ ნახევარკუნძულს, რომელიც სამი მხრიდან გარშემორტყმულია ხმელთაშუა ზღვით (განშტოებებით იონიის ზღვაში დასავლეთით და ეგეოსის ზღვაში აღმოსავლეთით) ასევე მოიცავს კუნძულებს, ცნობილებს როგორც ციკლადები და დოდეკანეზი (როდოსის ჩათვლით), იონიის კუნძულებს (კორკირას ჩათვლით), კრეტას კუნძულს და სამხრეთ ნახევარკუნძულს ცნობილს როგორც პელოპონესი. გეოგრაფიამ საბერძნეთის კულტურულ განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია. მათი მცირე ბუნებრივი რესურსებიდან გამომდინარე, წყლით გარშემორტყმული ხალხი იძულებული გახდა ზღვაში ეძია საარსებო წყარო. რელიეფი ძირითადად მთაგორიანია, ქვეყნის ტერიტორიის 80 %-ს მთები და პლატოები შეადგენს, მდინარეები კი შედარებით მოკლე, სწრაფი დინების არიან, ამიტომაც ტერიტორია უმეტესწილად არახელსაყრელია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ძველმა ბერძნებმა მეზობელი კუნძულების კოლონიზება და ახალი დასახლებების დაარსება შეძლეს ანატოლიის სანაპიროზე (ცნობილი როგორც მცირე აზია, თანამედროვე თურქეთი). მათ შეძლეს ჩამოყალიბებულიყვნენ, როგორც გამოცდილი მეზღვაურები და ვაჭრები, ფლობდნენ ქვის სამშენებლო მასალების საბადოებს, ანტიკურ ეპოქაში კი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობების ავტორებად ითვლებიან. ბერძნები გახდნენ გამოცდილი მეზღვაურები და ვაჭრები, რომლებმაც ააგეს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობები ანტიკურ ეპოქაში. ელადის ეტიმოლოგია სახელი "ელადა" (ჰელას) მომდინარეობს ელინისგან, დეუკალიონისადა პირრასვაჟისგან, რომელიცმნიშვნელოვან ადგილსიკავებს ოვიდიუსისნაწარმოებშიდიდი წყალდიდობისშესახებ - "მეტამორფოზები" ("გარდასახვა"). მითიური დეუკალიონი (ცეცხლოვანიტიტანის პრომეთესშვილი) წარმოდგენილი როგორც წარღვნისგან კაცობრიობის მხსნელი, ისევე როგორცნოე ბიბლიურვერსიაში ანუტნაპიშტი მესოპოტამიაში. წყლის დონის კლებისთანავე დეუკალიონი და პირრა კვლავ ასახლებენ დედამიწას. ლეგენდის თანახმად დეუკალიონის მიერ ნასროლი ქვა კაცად იქცა, ხოლო პირრას მიერ ნასროლი ქალად. მათგან პირველი იყო ელენე, რომელმაც ბერძნები გააჩინა. გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, ჰელასსადა ელადას არანაირი საერთო არ აქვს ტროასელენესთან ჰომეროსისილიადადან, თუმცა ტერმინი ოვიდიუსს არ გამოუგონია. თუკიდიდე წერს მის ისტორიის პირველ წიგნში: ,,ვგონებ, ქვეყანას მაშინ არც ერქვა ასე, ხოლო ელინამდე, დევკალიონის ძემდე, ეს სახელი არც არსებობდა. სხვადასხვა ტომი (პელასგებიც და სხვებიც) აძლევდა ქვეყანას თავის სახელს. მას შემდეგ, რაც ელინმა და მისმა ვაჟებმა ხელისუფლება მოიპოვეს ფთიაში და სხვა ქალაქებმაც დაიწყეს მათთვის დახმარების თხოვ ნა, ეს სახელი თანდათანობით გავრცელდა, მაგრამ საყოველთაოდ მიღებული სულ ცოტა ხნის წინ გახდა. ამის საუკეთესო საბუთს ჰომეროსი გვაწვდის. ჰომეროსი ხომ ტროის ომზე ბევრად გვიან ცხოვრობდა, მაგრამ ის ელინებს უწოდებს მხოლოდ აქილევსის რაზმელებს ფთიადან – ისინი იყვნენ პირველი ელინები. ხოლო სხვა ტომების ზოგად სახელად ჰომეროსთან გვევლინება დანაელები, არგოსელები, აქაველები.'' მინოული ხარის ნახტომი მარკ კარტრაიტი (CC BY-NC-SA) ფრესკა, რომელიც ხარის ასახავს ნახტომს, მინოსური კნოსოსი (სასახლის ბოლო პერიოდი, ძვ. წ. 1450-1400 წწ.), ჰერაკლიონის არქეოლოგიური მუზეუმი, კრეტა. უძველესი საბერძნეთის ადრეული ისტორია ძველი საბერძნეთის ისტორია ადვილად აღსაქმელი ხდება მისი დროის პერიოდებად დაყოფით. რეგიონი უკვე დასახლებული იყო და სოფლის მეურნეობას ეწეოდა პალეოლითის ეპოქაში, რასაც მოწმობს აღმოჩენები პეტრალონასა და ფრანხტის მღვიმეებში (ადამიანთა ორი უძველესი ნასახლარი მსოფლიოს მასშტაბით). ნეოლითის ხანას (ძვ. წ. 6000 - დაახლოებით 2900 წ.) ახასიათებს მუდმივი დასახლებები (ძირითადად ჩრდილოეთ საბერძნეთში), ასევე ცხოველების მოშინაურება და სოფლის მეურნეობის შემდგომი განვითარება. არქეოლოგებმა, ჩრდილოეთ საბერძნეთში (თესალია, მაკედონია და სესკლო) ანატოლიიდან მიგრაციის მტკიცებულებასმიაგნეს, რადგან იქ აღმოჩენილ კერამიკულ ფინჯნებს, თასებსდა სხვა ფიგურებს ანატოლიაში ნეოლითური ხანის აღმოჩენებისთვის დამახასიათებელი თვისებებიგააჩნიათ. გამომდინარე იქიდან რომ, ჩრდილოეთ საბერძნეთი, მის სხვა რეგიონებთან შედარებით, სოფლის მეურნეობისთვის ხელსაყრელი ადგილი გახლდათ, ადგილობრივი მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ფერმერები წარმოადგენდნენ. ცხოვრობდნენ ხის მასალისგან დამზადებული სახურავის და თიხით დაფარული კედლების მქონე ერთოთახიან ქვის სახლებში. ეგეოსის კუნძულებზე აყვავებული ციკლადური ცივილიზაცია (დაახლოებით ძვ.წ. 3200-1100 წწ.) (მათ შორის დელოსზე, ნაქსოსსა და პაროსზე) წარმოადგენს ყველაზე ადრეულ მტკიცებულებას რეგიონში ადამიანთა მუდმივი დასახლების შესახებ. ციკლადურ პერიოდში სახლები და ტაძრები დამუშავებული ქვით იგება, ხალხის ძირითად საარსებო წყაროს კი თევზაობა და ვაჭრობა წარმოადგენს. ეს პერიოდი ჩვეულებრივ სამ ეტაპად არის დაყოფილი: ადრეული ციკლადური, შუა ციკლადური და გვიანი ციკლადური, ხელოვნებისა და არქიტექტურის მუდმივი განვითარებით. გამომდინარე იქიდან რომ ბოლო ორი ფაზა ერთმანეთში იკვეთება და საბოლოოდ ერწყმის მინოსურ ცივილიზაციას, პერიოდებს შორის განსხვავებები განურჩეველია. ციკლადური ფიგურა, მერი ჰარში (გადაღებულია გეტის ვილაში, მალიბუ) (CC BY-NC-SA) მარმარილოს ფიგურა ციკლადის კუნძულებიდან, ძვ.წ. 2400 წ. პოზა და ამოჭრილი დეტალები დამახასიათებელია ციკლადური სკულპტურისთვის, რაც შეეხება გადიდებულ მუცელს, შესაძლოა ორსულობაზე მიუთითებდეს. ფიგურის ფუნქცია უცნობია, ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით ნაყოფიერების ღვთაებას წარმოადგენს. (ჯ.პოლ გეტის მუზეუმი, მალიბუ, აშშ). განვითარდა რა კუნძულ კრეტაზე, მინოსური ცივილიზაცია (ძვ. წ. 2700-1500 წწ.) მალევე გახდა რეგიონის დომინანტური საზღვაო ძალა. ტერმინი ,,მინოელი’’ არქეოლოგ სერ არტურ ევანსის მიერ იქნა შერჩეული, რომელმაც კნოსოსის მინოსის სასახლე 1900 წელს აღმოაჩინა და კულტურას სახელი უძველესი კრეტის მეფის მინოსის საპატივცემულოდ უწოდა. რაც შეეხება სახელს, რომლითაც კულტურა საკუთარ თავს იცნობდა, სამწუხაროდ დღემდე უცნობია. როგორც ჩანს, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე მიჩნეულია თანამედროვე დათარიღებით, მინოსური ცივილიზაცია ისევე იყო განვითარებული როგორც კიკლადური, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6000 წლით ადრე შეიქმნა. მინოელთა მიერ შემუშავებული დამწერლობის სისტემა, ცნობილი როგორც Linear A დღემდე გაუშიფრავი რჩება.მათ მიაღწიეს განვითარების მაღალ საფეხურს მშენებლობაში, კერამიკაში, ხელოვნებასა და მეცნიერებაში, ასევე შექმნეს ძლიერი ჯარი. ძველი ისტორიკოსების მიერ (მათ შორის თუკიდიდე) მეფე მინოსი მიჩნეულია, როგორც პირველი საზღვაო ფლოტის შემქმნელი პირი, რომელმაც მისი მეშვეობით კიკლადების კოლონიზება ან დამპყრობა მოახდინა. არქეოლოგიურ და გეოლოგიურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ცივილიზაციის განადგურება ტყეების გადაჭარბებული გაჩეხვის შედეგია (ადგილობრივებს მიწის დიდი რაოდენობით გამოყენება სურდათ). თუმცა ტრადიციული მოსაზრების თანახმად ისინი მიკენელებმა დაიპყრეს. ვულკანური ამოფრქვევა ახლომდებარე კუნძულ ტერაზე (თანამედროვე სანტორინი) 1650-1550 წლებში. ძვ.წ. და მის მიერ გამოწვეული ცუნამი მინოელთა დაცემის საბოლოო მიზეზად არის აღიარებული. კუნძული კრეტა დაიტბორა, ქალაქები და სოფლები კი განადგურდა. ეს მოვლენა ხშირად მოიხსენიება, როგორც პლატონის შთაგონების წყარო ატლანტიდის შესახებ მითის შექმნისას კრიტიას და ტიმეოსის დიალოგებში. მიკენელები და მათი ღმერთები მიკენური ცივილიზაცია (დაახლ. ძვ. წ. 1900-1100 წწ.) საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც ბერძნული კულტურის საწყისი ეტაპი. თუმცა მიკენელების შესახებ თითქმის არაფერი ვიცით, გარდა გარკვეული არქეოლოგიური აღმოჩენებისა და ჰომეროსის, ტროასთან ომის შესახებ გაკეთებულ ჩანაწერებში - "ილიადაში" ასახული ფაქტებისა. მათ მოიხსენიებენ, როგორც კულტურის შემქმნელებს, უპირველეს ყოვლისა მათი არქიტექტურული ნამუშევრებიდან გამომდინარე. მიკენელებმა შეიმუშავეს დამწერლობის სისტემა (ცნობილი, როგორც Linear B, ბერძნულის ენის ადრეული ფორმა, მომდინარე მინოსური Linear A-დან) ასევე დაამკვიდრესან გააუმჯობესეს რელიგიური წეს-ჩვეულებები. მინოელებმა, როგორც ჩანს, დიდი გავლენა მოახდინეს მიკენელებზე, მიწის ქალღმერთებისა და ცის ღმერთების თაყვანისცემით, რომლებიც დროთა განმავლობაში საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ კლასიკურ ბერძნულ ღმერთების პანთეონად. აგამემნონის სიკვდილის ნიღაბი, ჩუან ჩე (CC BY) ეგრეთ წოდებული აგამემნონის სიკვდილის ნიღაბი - მიკენის მეფე - ჰომეროსის ილიადაში. ოქროს სამგლოვიარო ნიღაბი საფლავიდან Circle A, მიკენე (ძვ. წ. XVI საუკუნის შუა ხანები). სინამდვილეში ნიღაბი აგამემნონზე 400 წლით ადრე თარიღდება, მაგრამ რჩება იმის უტყუარ მტკიცებულებად, რასაც ჰომეროსი მიკენებთან დაკავშირებით არწერდა - „მდიდარი ოქროთი“. (ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი, ათენი). ბერძნულმა მითოლოგიამ წარმოადგინა მყარი პარადიგმა სამყაროს, მსოფლიოსა და ადამიანების შექმნის შესახებ. ადრეული მითი დასაწყისში არსებული უკიდეგანო წყლების ფორმის მქონე ქაოსის შესახებ მოგვითხრობს. სწორედ ამ ქაოსიდან გამოჩნდა ქალღმერთი ევრინომე (თავდაპირველად ის მიიჩნეოდა დედა ქალღმერთად და ყველაფრის შემოქმედად), რომელმაც წყლები ჰაერისგან გამოყო და მთელი სამყარო გველ ოფიონთან ცეკვით წარმოშვა. ჰესიოდისა და ჰომეროსის მოღვაწეობის პერიოდში, (ძვ. წ. VIII ს.) ეს ისტორია, ჩვენთვის უფრო კარგად ნაცნობ მითად გარდაიქმნა, რომელიც ზევსზე, როგორც ახლადდაბადებული ოლიმპიელი ღმერთების წინამძღოლზე და მათ ომზე ტიტანების წინააღმდეგ მოგვითხრობს. მითი მიუთითებს მატრიარქალური რელიგიიდან პატრიარქალურ პარადიგმაზე გადასვლის შესახებ, თუმცა, მოდელის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, ღმერთების მუდმივ ურთიერთობაზე მათ თაყვანსმცემელ ხალხთან, რაც ძველ საბერძნეთში ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. რომაელების მოსვლამდე, ერთადერთი გზა მატერიკზე, რომელიც საძოვარ ბილიკს არ წარმოადგენდა იყო სასულიერო, გამავალი ათენსა და წმინდა ქალაქ ელეუსს შორის (ელეუსინური მისტერიების დაბადების ადგილი, სადაც ადიდებდნენ ქალღმერთ დემეტრეს და მის ქალიშვილ პერსეფონეს). ელეუსის დიდი პროპილეა, კაროლე რადდატო (CC BY-SA) დიდი პროპილეა ელევსისის საკურთხეველში (საბერძნეთი) წარმოადგენდა მონუმენტურ კარიბჭეს, რომელიც სავარაუდოდ, მარკუს ავრელიუსმა, იმავე ადგილას ააგო, სადაც ადრეული კარიბჭე იყო აღმართული კიმონის დროიდან, ჩვ.წ. 170-180 წწ ბრინჯაოს ხანის კრიზისის პერიოდში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1100 წლისთვის, სამხრეთ-დასავლეთ საბერძნეთში, მიკენის დიდი ქალაქები მიტოვებულ იქნა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ პერიოდის არც ერთი წერილობითი ჩანაწერი არ შემორჩენილა (ან ჯერ არ არის აღმოჩენილი), არც არქეოლოგიური მონაცემები გვაძლევს საშუალებას დაზუსტებით ვთქვათ, თუ რამ გამოიწვია მათი დაცემა, მიზეზებზე შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ვივარაუდოთ; არსებობს მოსაზრება რომლის თანახმად ცივილიზაციის განადგურება დორიული ბერძნების შემოსევამ განაპირობა. ამ დრომდე ნაპოვნი Linear B დამწერლობის ფირფიტები შეიცავს მხოლოდ ვაჭრობაში გაცვლილ ან მარაგში შენახულ საქონლის სიებს. თუმცა ნათელია, რომ კრიზისული პერიოდის შემდგომ (დაახლოებით ძვ. წ. 1100-800 წწ. მსგავსი სახელი დაერქვა ამ პერიოდში წერილობითი დოკუმენტაციის არარსებობის გამო) ბერძნული კოლონიზაცია გაგრძელდა მცირე აზიის უმეტეს ნაწილში, ასევე საბერძნეთის მიმდებარე კუნძულებზე და საფუძველი ჩაეყარა მნიშვნელოვან კულტურულ წინსვლას. ძვ.წ. 585 წლის დასაწყისში, პირველი ბერძენი ფილოსოფოსის, თალეს მილეტელის საქმიანობას მცირე აზიის სანაპიროზე, დღეს, მეცნიერულ კვლევად აღიარებდნენ, სწორედ ამ, იონური კოლონიების რეგიონში მოხდა მნიშვნელოვანი გარღვევა ბერძნულ ფილოსოფიასა და მათემატიკაში. არქაულიდან კლასიკურ პერიოდამდე არქაული პერიოდი (ძვ. წ. 800-500 წწ.) ხასიათდება მონარქიების რესპუბლიკების ჩანაცვლებით (ათენში დემოკრატიულ მმართველობად გარდაიქმნებიან), რომლებიც ორგანიზებულია როგორც ერთი ქალაქი-სახელმწიფო ან პოლისი. არსდება კანონთა ინსტიტუტი (დრაკონის (დრაკონტი) რეფორმები ათენში), ასევე დიდი პანათენური ფესტივალი, იქმნება გამორჩეული ბერძნული ჭურჭელი და ქანდაკებები, კუნძულოვან სახელმწიფო ეგინაზე კი იჭრება პირველი მონეტები. ამგვარად, საფუძველი ჩაეყარა ძველი საბერძნეთის კლასიკური პერიოდის აყვავებას და დათარიღებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 500–400 წლებით, ან უფრო ზუსტად, 480–323 წწ. ძვ.წ. (გულისხმობს პერიოდს, სალამინის ბრძოლაში ბერძნების გამარჯვებიდან ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალებამდე). პერიკლეს მიერ ინიცირებული აკროპოლისის მშენებლობა და ამასთანავე გაჟღერებული მისი ცნობილი სამგლოვიარო სიტყვა, მიძღვნილი მეომრებისადმი, რომლებიც საბერძნეთისდასაცავად მარათონის ბრძოლაში ძვ.წ. 490 წელს დაიღუპნენ ათენისთვის ოქროს ხანას წარმოადგენს. კლასიკურ პერიოდში, საბერძნეთმა, კაცობრიობის სწავლების თითქმის ყველა დარგში უმაღლეს საფეხურს მიაღწია. დადგა ანტიკური ხანის დიდ მოაზროვნეთა და ხელოვანთა (ფიდიასი, პლატონი, არისტოფანესი...) აყვავების პერიოდი. ძვ. წ. 480 წ. ლეონიდასი, მის 300 სპარტანელთან ერთად თერმოპილეში დაეცა, იმავე წელს კი თემისტოკლი, სალამინასთან, რიცხვობრივად აღმატებულ სპარსულ ფლოტს ამარცხებს, რასაც, შედეგად, პლატეას ბრძოლაში (479 წ. ძვ.) სპარსელების საბოლოო დამარცხება მოჰყვება. კლასიკურ პერიოდში, საბერძნეთი, კაცობრიობის სწავლების თითქმის ყველა დარგში უმაღლეს საფეხურს აღწევს ©Vasilis_Protopapas / istockphoto ათენის აკროპოლისის ჩრდილოეთ მხარეს მდებარე ძველი ბერძნული ტაძარი ერეხთეონი , რომელიც მიეძღვნა როგორც ათენას, ასევე პოსეიდონს. More About ACROPOLIS ათენში დაარსებული დემოკრატია (ბერძ. δήμος „დემოს“ — ხალხი; κράτος „კრატოს“ — კანონი, ძალა) ოც წელზე უფროსი ასაკის ყველა მამრობითი სქესის მოქალაქეს საშუალებას აძლევდა საბერძნეთის მთავრობაში ხმის მიცემის უფლებას. ადამიანებმა, როგორებიც იყვნენ ანაქსიმანდრი, ანაქსიმენე, პითაგორა, დემოკრიტე, ქსენოფანე და ჰერაკლიტე, უარი თქვეს სამყაროს თეისტურ მოდელზე და ცდილობდნენ გამოევლინათ სიცოცხლისა და სამყაროს არსებობის ფუნდამენტური მიზეზი. მათმა მემკვიდრეებმა, რომელთა შორის იყვნენ ევკლიდე და არქიმედი, განაგრძეს ბერძნული მეცნიერებისა და ფილოსოფიური კვლევების განვითარება და შემდგომში მათემატიკა ჩამოაყილებეს, როგორც სერიოზული დისციპლინა. სოკრატეს მაგალითმა, ასევე მის შემდეგ პლატონისა და არისტოტელეს ნაშრომებმა, მომდევნო ორი ათასი წლის განმავლობაში დასავლურ კულტურასა და საზოგადოების განვითარებაზე დიდი გავლენა იქონიეს. ამ პერიოდში ასევე ფიქსირდება მიღწევები არქიტექტურასა და ხელოვნებაში, იდეალური სტილიზაციიდან რეალისტურზე გადასვლით. ამ დროით დათარიღებული ბერძნული ქანდაკების ისეთი ცნობილი ნამუშევრები, როგორებიცაა პართენონის მარმარილოები და დისკობოლოსი (დისკის მსროლელი) ასახავენ მოქანდაკეების ინტერესს, რეალისტურად გადმოგვცენ ადამიანის ემოციები, სილამაზე და მიღწევები, მაშინაც კი, თუ ეს თვისებები წარმოდგენილია ნამუშევრებში, სადაც უკვდავები არიან გამოძერწილნი. პართენონი, ენდრიუ გრიფიტი (CC BY-NC-SA) ხედი ფილოპაპოსის ბორცვიდან, ათენის პართენონი (ძვ. წ. 447-432 წწ.), აშენდა ქალაქის მფარველის, ქალღმერთ ათენას გიგანტური ქანდაკების განსათავსებლად. თენისთვის ყველა ეს კულტურული მიღწევა, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 480 წელს, სპარსეთის დამარცხების შედეგად გახდა შესაძლებელი. მიღწეულმა მშვიდობამ უზრუნველყო სტაბილურობა, კულტურისა და ხელოვნების აყვავება. ათენი გახდა უძლიერესი საზღვაო ფლოტის მქონე, იმ დროის ზესახელმწიფო, რომელსაც საკუთარი სურვილების ასასრულებლად შეეძლო სხვა ქალაქ-სახელმწიფოებისგან ხარკის მოთხოვნა. ჩამოყალიბდა დელიანის ლიგა, (დელოსის კავშირი) თავდაცვითი ალიანსი, რომლის მიზანს სპარსელების შემდგომი საომარი მოქმედებების შეჩერება წარმოადგენდა. თუმცა, ქალაქ-სახელმწიფო სპარტას ეჭვი ეპარებოდა ათენელთა გულწრფელობაში და მტრებისგან დასაცავად საკუთარი ასოციაცია პელოპონესის ლიგა ჩამოაყალიბა. (სახელწოდება პელოპონესის რეგიონის მიხედვით იქნა შერჩეული) ©RobertBreitpaul / istockphoto ათენის აკროპოლისი მზის ჩასვლისას More About ACROPOLIS ქალაქ-სახელმწიფოები, რომლებიც მხარს უჭერდნენ სპარტას, სულ უფრო მეტად აღიქვამდნენ ათენს, როგორც მოძალადესა და ტირანს, ხოლო ათენის მხარეს მყოფნი, სპარტასა და მის მოკავშირეებს მიიჩნევდნენ არასანდოდ. ამ ორ მხარეს შორის დაძაბულობა საბოლოოდ, პელოპონესის ომების სახელით ცნობილ დაპირისპირებაში გადაიზარდა. პირველი კონფლიქტი (დაახლ. ძვ. წ. 460-445) დასრულდა ზავით და გაგრძელდა ორივე მხარის კეთილდღეობით, ხოლო მეორეში (ძვ. წ. 431-404 წწ.) ათენი ნანგრევებად იქცა, გამარჯვებული სპარტა კი თებესთან გაჭიანურებული ომის შედეგად გააკოტრა. ამ დროის მონაკვეთს ჩვეულებრივ მოიხსენიებენ, როგორც გვიან კლასიკურ პერიოდს (დაახლოებით ძვ. წ. 400-330 წწ.). ფილიპე II მაკედონელმა (ძვ. წ. 382-336 წწ.) ორი ქალაქის დაცემის შედეგად წარმოშობილი ვაკუუმის შევსება ქერონეის ბრძოლაში გამარჯვების შედეგად შეძლო. მან, ძვ.წ. 338 წელს, ათენის ძალებზე და მათ მოკავშირეებზე იმარჯვა და ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები მაკედონიის მმართველობის ქვეშ გააერთიანა. ძვ.წ. 336 წელს, ფილიპეს მკვლელობის შემდეგ ტახტს მისი შვილი ალექსანდრე იკავებს. ალექსანდრე დიდი და რომაული პერიოდის დადგომა ალექსანდრე დიდის (ძვ. წ. 356-323 წწ.) მიერ რეალიზებულ იქნა მამამისის გეგმები, საბერძნეთში ძვ.წ. 480 წელს განხორციელებული შემოსევის საპასუხოდ, სრულმაშტაბიანი შეჭრა მოეხდინა სპარსეთში. გამომდინარე იქიდან, რომ თითქმის მთელი საბერძნეთი მისი მეთაურობის ქვეშ იმყოფებოდა, ასევე მრავალრიცხოვანი, ძლიერი, მუდმივი არმია და სრული ხაზინა, ალექსანდრეს არც მოკავშირეებზე ფიქრი და არც ვინმესთან კონსულტაცია სჭირდებოდა მის გეგმებთან დაკავშირებით. მან თავისი ჯარი ეგვიპტეში, მცირე აზიის გავლით ჯერ სპარსეთში და საბოლოოდ ინდოეთში მიიყვანა. ახალგაზრდობაში, პლატონის დიდი მოსწავლის, არისტოტელეს მიერ აღზრდილი ალექსანდრე, ბერძნული ცივილიზაციის იდეალებს მისი დაპყრობების გზით ავრცელებდა და ამგვარად, ბერძნული ხელოვნება, ფილოსოფია, კულტურა და ენა გადასცა ყველა იმ რეგიონს, რომლებთანაც შეხება მოუწია. ალექსანდრე დიდი ეგისტო სანი (CC BY-NC-SA) ალექსანდრე მაკედონელის ბიუსტი, ძვ.წ. II-I საუკუნეები. ნათქვამია, რომ ის იყო ალექსანდრიიდან, ეგვიპტე. (ბრიტანული მუზეუმი, ლონდონი). ძვ.წ. 323 წელს, ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ, მისი უზარმაზარი იმპერია მაკედონელის ოთხ მთავარსარდალზე გადანაწილდა. დროის მონაკვეთს, როდესაც სარდლების დაქვემდებარებაში მყოფ სხვადასხვა რეგიონში, ბერძნული აზროვნება და კულტურა გახდა დომინანტი, ისტორიკოსებისთვის ცნობილია როგორც ელინისტური პერიოდი (ძვ.წ. 323-31წწ). დიადოქოსების ომების შემდეგ (დიადოქოსი - მემკვიდრე, სახელი რომელსაც უწოდებდნენ ალექსანდრეს მთავარსარდლებს), ანტიგონე I-ის მიერ ჯერ დააარსებული და შემდეგ დაკარგული ანტიგონიდების დინასტია საბერძნეთში, მისმა შვილიშვილმა ანტიგონე II გონატამ ძვ. წ. 276 წლისთვის დაიბრუნა, რომელიც ქვეყანას, მაკედონიაში მდებარე, საკუთარი სასახლიდან მართავდა. რომის რესპუბლიკა სულ უფრო მეტად ერევა საბერძნეთის საქმეებში და ძვ. წ. 168 წელს ამარცხებს მაკედონიას პიდნასთან ბრძოლაში, რის შემდეგაც ქვეყანა რომაული გავლენის ქვეშ ექცევა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 146 წელს რეგიონი რომის პროტექტორატად ცხადდება და რომაელები იწყებენ ბერძნული მოდის, ფილოსოფიისა და, გარკვეულწილად, გემოვნების მიბაძვას. კეისარი ოქტავიანე, მას შემდეგ, რაც, აქციუმთან ბრძოლაში მარკ ანტონისა და კლეოპატრას ამარცხებს, ძვ.წ. 31 წელს საბერძნეთის, როგორც რომის პროვინციის ანექსიას ახდენს. ოქტავიანე ხდება ავგუსტუს კეისარი, საბერძნეთი კი რომის იმპერიის ნაწილი. ©SHansche / istockphoto Located at Cape Sounion, THE TEMPLE OF POSEIDON is one of the most important monuments from the Golden Age of Athens. It is perched on the edge of a cliff, located 70 meters above the sea. პოსეიდონის ტაძარი, რომელიც სოუნიონის კონცხზე მდებარეობს, წარმოადგენს ათენის ოქროს ხანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ძეგლს. იგი ზღვიდან 70 მეტრზე, კლდის პირას არის აგებული. More About POSEIDON TEMPLE SOURCE: HTTPS://WWW.WORLDHISTORY.ORG/

  • ამერის (ამბერი) ციხე-სიმაგრე რაჯასტანში, ინდოეთი

    რაჯასტანის არქიტექტურული საოცრება ჯაიპურში ჯაიპურიდან დაახლოებით 11 კილომეტრში, რაჯასტანის შტატში მდებარე ამერის ციხესიმაგრის მშენებლობაში სხვადასხვა არქიტექტურული ელემენტია გაერთიანებული. ციხესიმაგრე კაჩვაჰა რაჯპუტის კლანის, ამერის მმართველთა რეზიდენციას წარმოადგენდა, სანამ დედაქალაქი დღევანდელ ჯაიპურში გადაინაცვლებდა. ის 1592 წელს, რაჯა მან სინგჰ I-ის მიერ, შედარებით ადრეული ნაგებობის ნარჩენებზე წითელი ქვიშაქვით აიგო, მომდევნო 150 წლის განმავლობაში კი იგი არაერთხელ განახლდა მმართველთა მიერ. დღეს ამერის ციხე-სიმაგრე ჯაიპურის ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტულ ღირსშესანიშნაობად ითვლება. სასახლის მდიდარი ისტორია, თვალწარმტაც გარემოსთან ერთად, იზიდავს მნახველებს მთელი მსოფლიოდან. ის ასევე დასახელდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად. ციხე-სიმაგრე ასევე საყვარელ ადგილად იქცა ბოლივუდის კინემატოგრაფისტებისთვის. თუ თქვენ გეგმავთ ჯაიპურის მონახულებას, ამერი უსიტყვოდ წარმოადგენს ერთერთ იმ ადგილს სადაც რაჯასტანის სამეფო მემკვიდრეობის აღმოაჩენას შეგიძლებთ. წყარო: HTTPS://PEAPIX.COM/

  • ,,ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ’’

    რომანი ვითარდება ოკუპირებულ საფრანგეთში, მეორე მსოფლიო ომის დროს "ამერიკელი მწერლის, ენტონი დოერის მიერ ომზე შექმნილი რომანი გამოქვეყნდა Scribner- ის მიერ 2014 წლის 6 მაისს, მოიპოვა 2015 წლის პულიცერის პრემია მხატვრული ლიტერატურისთვის და 2015 წლის ენდრიუ კარნეგის მედალი მხატვრული ლიტერატურისთვის . რომანი ვითარდება ოკუპირებულ საფრანგეთში, მეორე მსოფლიო ომის დროს და მოგვითხრობს ბრმა ფრანგ გოგონასა და გერმანელ ბიჭზე, რომელთა გზები საბოლოოდ გადაიკვეთება. მოკლე მიმოხილვა მარი-ლორე მამასთან, მუზეუმის გასაღებების მცველ, სიურპრიზებისა და თავსატეხების დიდოსტატთან ერთად ცხოვრობს პარიზში. ექვსი წლის ასაკში გოგონა ბრმავდება. მამამისი ქმნის მისთვის მათი უბნის მოდელს - ყველა სახლს, ობიექტს თუ დეტალს - რათა გოგონამ საკუთარი თითებით დაიმახსოვროს ისინი და ხელჯოხით იმოძრაოს რეალურ ქუჩებში. როდესაც გერმანელებმა 1940 წლის ივნისში პარიზი დაიკავეს, მამა და ქალიშვილი სენ-მალოში გარბიან, ბრეტანის სანაპიროზე, სადაც მარი-ლორის აგორაფობიური ბიძა მაღალ, ვიწრო სახლში ცხოვრობს ზღვის პირას. სრულიად სხვა სამყაროში, გერმანიაში, ობოლი სახელად ვერნერი იზრდება თავის უმცროს დასთან ჯუტასთან ერთად, ორივე მოხიბლულია პრიმიტიული რადიოთი, რომელსაც ვერნერი აღმოაჩენს. ის ხდება რადიოთა ამწყობი, შემკეთებელი. ნიჭი, რომელიც საშუალებას მისცემს ადგილი მოიპოვოს ელიტარულ და სასტიკ სამხედრო აკადემიაში, საბოლოოდ კი აქცევს მას მაღალკვალიფიციურ სპეციალისტად. ვერნერის მოგზაურობა ,,ჰიტლერიუგენდი’’-დან ჯერ შორეულ რუსეთში, შემდეგ კი სენ-მალოში გრძელდება, სადაც მისი და მარი-ლორის გზები იკვეთება . გასაოცარია დოერის ფანტაზიისა და დაკვირვების შესანიშნავი კომბინაცია. მწერალი ოსტატურად უკავშირებს მრავალი პერსონაჟის ცხოვრებას ერთმანეთს და გვიჩვენებს, ყოველგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად, თუ როგორ ცდილობენ ადამიანები ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილების წარმოჩინებას. Source: https://www.anthonydoerr.com/

  • სენ-მალო, ბრეტანი, საფრანგეთი.

    გალების მიერ, 2000 წელზე მეტი ხნის წინ დაარსებულ ქალაქ სენ-მალოს აქვს საკმაოდ მდიდარი და ლეგენდარული ისტორია. ინგლისის არხის ბრეტანის სანაპიროზე აშენებული სენ-მალო გახდა მნიშვნელოვანი ნავსაყუდელი დასავლეთ ევროპაში მოძრავი გემებისთვის. მისი სტრატეგიული მდებარეობის გამო, ქალაქი გარკვეული პერიოდი მეკობრეების, საყვარელ ადგილს წარმოადგენდა, მის სანაპიროსთან დამალულ მეკობრეებს ადვილად შეეძლოთ თავდასხმა გემებზე მაშინ, როდესაც საფრანგეთის ხელისუფლება სხვა მიმართულებას აკონტროლებდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944 წლის ზაფხულში, სენ-მალო დიდწილად გაანადგურა არტილერიამ და დაბომბვამ, ასევე გერმანიის საოკუპაციო ძალების მოქმედებებმა. სენ-მალოს ბრძოლა ენტონი დოერის 2014 წლის ჯილდოს მფლობელი რომანის, „მთელი სინათლე, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ“ ძირითადი მოქმედების ადგილს წარმოადგენს. გალავნით შემოსაზღვრული ქალაქი,ომის შემდეგ საფუძვლიანადაღადგინეს და ახლა ის არის ტურისტული ადგილი, სადაც ვიზიტორებს სენ-მალოს ისტორიულ ქუჩებში სეირნობა შეუძლიათ. Source: https://peapix.com/

  • ბიბრაქტე

    გალების უძველესი ქალაქი აედუის დედაქალაქი იულიუს კეისრის დროს ბიბრაქტე, გალების უძველესი ქალაქი (თანამედროვე Mont Beuvray, Saône-et-Loire, საფრანგეთი) აედუის დედაქალაქი იულიუს კეისრის დროს და ჰელვეტების ტომის დამარცხების ადგილი, გალიაში მისი პირველი კამპანიის კულმინაცია (ძვ.წ. 58). ადგილობრივი ტრადიციების განადგურების მიზნით, ავგუსტუსმა მოსახლეობა გადაასახლა თავის ახალ ქალაქ ავგუსტოდუნუმში (ოტუნ) ძვ.წ. 12 წელს. საუკუნეების განმავლობაში დავიწყებას მიცემული ბიბრაქტე 1867 წელს ხელახლა აღმოაჩინეს. © Tim Starke / istockphoto დღეს ეს მისტიური ადგილი უამრავ უძველეს ხესა და არქეოლოგიური გათხრების ადგილს (ძვ.წ 50წწ) აერთიანებს. Source : https://www.britannica.com

  • კვადრატული კოშკის სახლი მესა-ვერდეს ეროვნულ პარკში, კოლორადო.

    უძველეს პუებლოანთა ციხე-სიმაგრე. კვადრატული კოშკის სახლი არის ერთ-ერთი მრავალთაგანი კლდოვან საცხოვრებელთა შორის, რომელიც აშენდა პუებლოანების წინაპრების მიერ ახლანდელი ამერიკის სამხრეთ-დასავლეთით. © lightphoto/Getty Image ყველაზე მაღალი ნაგებობა პარკში რვა მეტრის სიმაღლისაა. ასევე გამოირჩევა თავისი კივათი - მრგვალი, ჩაძირული ოთახი, რომელიც გამოიყენება ცერემონიებისთვის. უმეტეს რეგიონში ნაპოვნ უძველეს კივათაგან განსხვავებით, აქ მდებარე კივას აქვს ხელუხლებელი ორიგინალური თიხის, ხის სვეტებით გამაგრებული სახურავი. პუებლოანთა წინაპრები ცხოვრობდნენ დღევანდელ ოთხი კუთხის რეგიონში, სადაც კოლორადოს, იუტას, არიზონას და ნიუ-მექსიკოს საზღვრები იყრიან თავს. გაურკვეველია, ზუსტად როდის გაჩნდა ეს კულტურა, მაგრამ ამჟამინდელი მოსაზრებით, წინაპარი პუებლოანები ამ მხარეში გამოჩნდნენ დაახლოებით 3000 წლის წინ. ითვლება, რომ მათ კლდეებში საცხოვრებლები დაცვის მიზნით ააგეს, რადგან რეგიონში ხანგრძლივი გვალვების დროს ტომები მწირი რესურსებისთვის იბრძოდნენ. ფიქრობენ, რომ ცვალებადი კლიმატი საბოლოოდ იმდენად მძიმე გახდა, რომ ადგილობრივებს კლდის საცხოვრებლების დატოვება მოუწიათ დაახლოებით ახ. წ. 1300 წელს, მშენებლობის დაწყებიდან თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ. დღეს, ბევრი კლდოვანი საცხოვრებელი აღდგენილია და მნახველებს შეუძლიათ მშენებელთა სახლებისა და კივთა დათვალიერება. წყარო: https://peapix.com/

  • ოქროს კარიბჭის ხიდი, სან ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ

    ოქროს კარიბჭის ხიდი ყველაზე ლამაზი, ფოტოგრაფირებადი ამერიკული სტილისა და წარმოსახვის სიმბოლო.. სულ რამდენიმე ნაგებობაა ისეთივე საერთაშორისოდ ცნობადი, როგორც ოქროს კარიბჭე. 1937 წლის 27 მაისს გახსნილ საინჟინრო სასწაულის მშენებლობას მხარს ადგილობრივი მოსახლეობა უჭერდა. ხიდმა მზარდი ქალაქი სან-ფრანცისკო საბოლოოდ დააკავშირა ჩრდილოეთთან და მარინის ოლქის თემებთან. მშენებლობის დასრულებამდე ერთადერთ გზას გოლდენ გეითის, 1,6 კილომეტრის სიგანის სრუტეზე, რომელიც წყნარ ოკეანეს სან-ფრანცისკოს ყურესთან აკავშირებს ბორანი წარმოადგენდა. სრუტეზე ხიდის აგება, მისი სირთულის გამო, ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა. © Jeff Lewis/Tandem Stills + Motio მშენებლობის დაფინანსება უამრავ სირთულესთან იყო დაკავშირებული, 1929 წლის დიდმა კრახმა კი პროექტი დიდი რისკის ქვეშ დააყენა. (1929 წლის კრიზისმა შეერთებული შტატების ეკონომიკა, პრაქტიკულად, მიწასთან გაასწორა.ამან კი ქვეყანაში ყველაზე მძიმე და ხანგრძლივი დეპრესია გამოიწვია, ვიდრე მსოფლიოს რომელიმე ინდუსტრიულ ქვეყანაში ოდესმე ყოფილა.) საბოლოოდ, ყურის ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირეს $35 მილიონის (დღეს 473 მილიონი აშშ დოლარი) ობლიგაციების გამოშვებას, თავიანთი სახლების, ფერმებისა და კომერციული საკუთრების დაზღვევის სახით - რამაც შესალებლობა მისა მშენებლობას 1933 წელს დაწყებულიყო. ხიდი დიდი დეპრესიის შუა პერიოდში გახდა სამუშაო ადგილების გენერატორი, სადაც 2000 კაცი დასაქმდა. ოთხ წელიწადში ხიდი ვადაზე ადრე და ბიუჯეტის ფარგლებში ააშენდა. ორი საყრდენი კოშკი 230მ-ია წყლის ზევით. დისტანცია საყრდენ კოშკებს შორის 1.280 მ, მშენებლობის დასრულების შემდეგ ნაგებობა ყველაზე გრძელ დაკიდულ ხიდად იქცა. მას შემდეგ აშენდა ჩვიდმეტი გრძელი დაკიდული ხიდი (მათი უმეტესობა ჩინეთში), მაგრამ ოქროს კარიბჭე მათ შორის ვარსკვლავად რჩება, როგორც ყველაზე ლამაზი, ფოტოგრაფირებადი ამერიკული სტილისა და წარმოსახვის სიმბოლო. წყარო: https://peapix.com/

  • ბანერ პიკი, ანსელ ადამსის უდაბნო, სიერა ნევადა, კალიფორნია, აშშ.

    ბანერ პიკი, კალიფორნია ანსელ ადამსის უდაბნო გრანიტის მწვერვალების, ხეობების, ტბებისა და მყინვარების სახლს წარმოადგენს, რომელიც მდებარეობს მაღალი მთების ფერდობებზე. უზარმაზარი უდაბნო სიერა ნევადაში მოიცავს 930 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ბილიკს, მათ შორის ჯონ მიურის ბილიკის მონაკვეთებს და წყნარი ოკეანის კრესტის ბილიკებს. მაგრამ ალბათ ყველაზე შთამბეჭდავ ბუნებრივს ლანდშაფტს ამ რეგიონში რიტერის ქედი წარმოადგენს. @მაიკლ დე იანგის ფოტოგრაფია აქ, ათასი კუნძულის ტბის ზედაპირზე, არეკლილი ბანერ პიკი, რიტერის ქედის მეორე ყველაზე მაღალი მწვერვალია, 3945 მეტრი (12,942 ფუტი). ბევრის აზრით, მწვერვალი ყველაზე თვალწარმტაცი ადგილია, მაღალი ვერტიკალური კლდეებითა და სამი ტბით მის ძირში - გარნეტის, ედიზას და ცნობილი ათასი კუნძულის ტბით. დააფიქსირეთ მთა ყველაზე იდილიური ფორმით მისი ჩრდილო-აღმოსავლეთი მხრიდან, საიდანაც ჩანს, როგორ მიცურავს მწვერვალი, ათასი კუნძულის ალპური ტბის ზედაპირზე. წყარო: https://peapix.com/

bottom of page